თბილისის მოსახლეობას გაზი გაუძვირდა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობას გაზი გაუძვირდა. 1 ივნისიდან მათ 1 კუბურ მეტრ გაზში ნაცვლად 46, 1 თეთრისა, 54 თეთრის გადახდა მოუწევთ.
არსებითად გადასცდა კომპანია ვალუტის კურსის გამო და მოითხოვა მარეგულირებლისგან ტარიფის კორექტირება... მათი მოთხოვნა იყო ლეგიტიმური..." - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. .
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით ,,თბილისი ენერჟის" ზარალი 20 მილიონ ლარზე მეტია.
ახალი ტარიფი 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში.