პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

14.07.23 16:21
პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

"ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) – აცრა ტარდება 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, აქამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-26 წლის გოგოებსა და ქალებს შეეძლოთ.

მსგავსი სიახლეები