გრიგოლეთში საცხოვრებელი სახლები იწვის - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

27.05.21 13:37
გრიგოლეთში საცხოვრებელი სახლები იწვის - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

გრიგოლეთში საცხოვრებელი სახლები იწვის. ადგილობრივების გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ცეცხლი მინიმუმ სამ საცხოვრებელ სახლს უკიდია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრომ დაიგვიანა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე მაშველების 5 ეკიპაჟი და მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები. 

ვიდეო: ფოთი საქართველოა

 

 

მსგავსი სიახლეები