უმისამართო სროლა ვერაზე - არის თუ არა საქმის მთავარი ფიგურანტი ძალოვანი უწყების თანამშრომელი?
15 საათი უმისამართო სროლიდან და არც ერთი დაკავებული. რა მოხდა ვერაზე? შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ ადგენს, ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელმაც ახვლედიანის 19 ნომერში ღამით 50-ჯერ გაისროლა. ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
არსებობს ვერსია, რომ ვერაზე მომხდარი უმისამართო სროლის მთავარი ფიგურანტი ძალოვანი უწყების თანამშრომელია, რაზეც თაბუკაშვილის რაიონულ განყოფილებაში ამბობენ, რომ ამის შესახებ პირველად ესმით.
სამმართველოში ამბობენ, რომ ამ მომხდარის მიზეზზე მუშაობენ, დამატებითი დეტალების შესახებ კი ვერ ისაუბრებენ.
"პირველების" ინფომაციით, გამოკითხულები არიან მასაჟის ცენტრის თანამშრომლები.
ადგილობრივების ინფორმაციით, შეიარაღებული პიროვნება, ვინც ხალხის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და სამიზნედ ვერაზე არსებული ერთ-ერთი დაწესებულება ამოიღო, ამავე დაწესებულის სტუმარია.
უმისამართო სროლა თბილისის ცენტრში - ახვლედიანის ქუჩაზე მთელი ღამე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება-გამოყენება და კერძო ობიექტის დაზიანება.