უმისამართო სროლა ვერაზე - შსს-ს დამნაშავე ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავს

14.07.23 20:18
უმისამართო სროლა ვერაზე - შსს-ს დამნაშავე ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავს

ვინ ისროდა  უმისამართოდ გვიან ღამით ვერაზე?  - შს სამინისტრომ ვერაფერი დაადგინა. ადამიანი, ვინც 50-მდე ტყვია ერთ-ერთ ყველაზე ხახლმრავალ ქუჩაზე გაისროლა და ადგილობრივების სიცოცხლე საფრთხე შეუქმნა, ჯერ იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავთ. „პირველების“ ინფორმაციით,  გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხიალავს, რომ შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი შესაძლოა, პოლიციელი იყოს.

ღამის ორ საათზე  ახვლედიანის ქუჩის მცხორვებლები რამდენიმე წუთიანმა უწყვეტმა სროლის ხმამ  შოკში ჩააგდო. შიშით გარეთ ვერავინ გამოვიდა. პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ვიდრე ეკიპაჟი  მოვიდა, ახალგაზრდა კაცმა თავს გაქცევით უშველა.  

სამიზნე, სავარაუდოდ, ახვლედიანის 19 ნომერში მდებარე დაწესებულება გახდა.  ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ამ დაწესებულების უკმაყოფილო მომხმარებელი იყო და იქედან გამოსულმა შურისძიება ამ ფორმით გადაწყვიტა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 
 

 

 

მსგავსი სიახლეები