ზეწოლა, შეურაცხყოფა და დამცირება - შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი უწყებას ამხელს
შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. დავით რაზმაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გომელაურის უწყება ამხილა, მისი დაკითხვის ეპიზოდის გამოძიებას ითხოვს. ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც.
რაზმაძე ამტკიცებს, რომ გენინსპექციის უფროსის მოადგილე დავით მინდიაშვილი მასზე ზეწოლას უშუალოდ ახორციელებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ამცირებდა. მის ფეისბუქ პოსტზე საგამოძიებო უწყებას რეაგირება არ ჰქონია, ამიტომ ახლა სარჩელი დავით რაზმაძემ პირადად შეიტანა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.