ვინ დაუკვეთა ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვა?
ვინ დაუკვეთა ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვა? პოლიციამ არასრუწლოვანი დააკავა. მისმა დაკავებამ კი კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ მოზარდმა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მანქანა გატეხა. ყველა ნივთი, რომელიც მისთვის შესაძლოა, ღირებული ყოფილიყო, არ წაიღო და მოიპარა მხოლოდ ვინჩესტერი, სადაც ნოდარ მელაძის სამსახურეობრივი ინფორმაცია ინახებოდა.
რაში სჭირდებოდა მოზარდს მეხსიერების ბარათი? გამოძიების ეს სვლა აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ნოდარ მელაძის დაშინების მიზნით იმიტირებული ძარცვის უკან ხელისუფლება დგას, დამკვეთები „ოცნების“ გარემოცვიდან არიან და ამიტომ ფაქტის გამოძიების პოლიტიკური ნება შს სამინისტროს არ აქვს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.