პოლონელმა ექიმმა თქვა, რომ ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო - ნინო ნადირაძე

15.07.23 10:25
პოლონელმა ექიმმა თქვა, რომ ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო - ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

"პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა "ვივამედის" ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე, წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით",- დაწერა "ფეისბუქზე" ნადირაძემ და პოსტის კომენტარში განმარტა: "ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა".

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და კადრებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები