ქურდულ სამაყროსთან წევრობის ბრალდებით დაკავებული 13 პირი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია
ქურდულ სამაყროსთან წევრობის ბრალდებით დაკავებული 13 პირი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათზე დაიწყება. მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაპატიმრებულ მამაკაცებს გამოძიება ფულის გამოძალვასა და ეგრედწოდებული გარჩევების ორგანიზებაას ედავება. სპეცოპერაციაა ორი დღის წინ, ერთდროულად სამ ქალაქში ჩატარდა. საქმეში დევს ფარული აუდიო ჩანაწერებიც, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. დაკავებულებს შორის არის მამა-შვილიც.