ბრალდებები ექიმების მისამართით - ევროკავშირის სამედიცინო მისია იუსტიციის მინისტრს, სავარაუდოდ, დღეს უპასუხებს
ბრალდებები ექიმების მისამართით - "პირველების" ინფორმაციით, ევროკავშირის სამედიცინო მისია იუსტიციის მინისტრს საჯარო განცხადებით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე უპასუხებს.
მიხეილ სააკაშვილის დედას კი პოლონელი ექიმების მისამართით გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ, ეჭვი არ ეპარება, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიის მიერ მომზადებული დასკვნა კრიტიკული იქნება.
არავითარი კონტაქტი მე იმ ადამიანებთან არ მქონია, თუმცა მადლობელი ვარ რომ ჩამოვიდნენ. გამომდინარე იქიდან, რა ინტერესიც არის დღეს ჩემი შვილის მიმართ, ალბათ ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული ვერ დარჩება. ალბათ, მოვისმენთ განმარტებებს ორი მხრიდან. არვიცი ჩემსკენ რატომ იშვერენ ხელს, მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვიძლეოდი. მე რა შუაში ვარ - ამბობს გიული ალასანია.
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის პალატიდან ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდლობდა.