რა ხდება გელათში - ექსპერტთა ჯგუფი განცხადების გასაკეთებლად ემზადება

15.07.23 11:47
რა ხდება გელათში - ექსპერტთა ჯგუფი განცხადების გასაკეთებლად ემზადება

რა ხდება გელათში და როგორ მიდის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის პროცესი? 
უძველეს ტაძარში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი განცხადების გასაკეთებლად ემზადება.  საპატრიარქოს განცხადებით, იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი კონსერვატორ-რესტავრატორები უკვე რამდენიმე კვირაა უმძიმეს ვითარებაში არსებულ გელათში მუშაობენ. ადგილზე არიან კედლის მხატვრობის სპეციალისტებიც. 

ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი მერაბ ბარათაშვილი კი ამბობს, რომ ადგილზე სპეციალისტები ერთი-ორჯერ თუ ნახეს.

ბარათაშვილი ამბობს, რომ  რეაბილიტაციამდე იქ სახურავის პრობლემაა გადასაწყვეტი, რადგან  ფრესკებზე ხელის მოკიდება სახურავის პრობლემის გადაწყვეტამდე, ეს გელათის პრობლემის გაუარესების კიდევ ერთი წინაპირობაა.

ჩვენ იქ ყოველდღე დავდივართ და იქ სპეციალისტები ერთი-ორჯერ ვნახეთ. ვერ დავარქმევდი, რომ მუშაობა ერქვა იმ სამუშაოებს, რასაც ისინი აკეთებენ. რეაბილიტაციამდე იქ სახურავის პრობლემაა გადასაწყვეტი. სახურავის პრობლემის გადაწყვეტაზე მათ განცხადებებში არაფერი არ არის ნათქვამი. ფრესკებზე ხელის მოკიდება სახურავის პრობლემის გადაწყვეტამდე, ეს გელათის პრობლემის გაუარესების კიდევ ერთი წინაპირობაა". - ამბობს მერაბ ბარათაშვილი.

ბოლო საგანგაშო კვლევებით, გელათი ფაქტრობრივად ლპება, იშლება ისტორიული ფრესკებიც. 

მსგავსი სიახლეები