4-ჯერ ჩავარდნილი ტენდერი, დახარჯული 165 000 და საბავშვო ბაღი, რომელიც უკვე მესამე წელია დაკეტილია

15.07.23 12:06
4-ჯერ ჩავარდნილი ტენდერი, დახარჯული 165 000 და საბავშვო ბაღი, რომელიც უკვე მესამე წელია დაკეტილია

4-ჯერ ჩავარდნილი ტენდერი, დახარჯული 165 ათასი ლარი და საბავშვო ბაღი, რომელიც უკვე მესამე წელია დაკეტილია. გორში, კარალეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოზარდები სკოლაში ისე მიდიან, რომ ბაღში საერთოდ არ უვლიათ. როგორც გაირკვა, შენობის რემონტი სხვადასხვა დროს სამმა სხვადასხვა კომპანიამ დაიწყო, თუმცა საქმე ბოლომდე ვერავინ მიიყვანა.

ერთ-ერთმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ შენობა ავეჯისგან არავინ დაცალა.

"გორის მერიამ 165 ათასი ლარი ფაქტობრივად გაფლანგა და ვერ შეასრულა დაკისრებული სამუშაო. მოსახლეობა ვერ სარგებლობს ბაღით, ამავე დროს არის გარკვეული რისკები კორუფციის. მაგალითად, კომპანიამ, რომელმაც შეასრულა თავდაპირველი სამუშაო, არის ადგილობრივი მაცხოვრებლის, რომელმაც მილიონი ლარის ტენდერები მხოლოდ გორის მერიისგან მოიგო, რას აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ადგილობრივ ჩინოვნიკებსა და ამ კომპანიებს შორის ყოფილიყო კავშირი. ამ ამბით უნდა უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, თუმცა ჯერ მსგავსი არაფერი არ მომხდარა და გორის მერიას არანაირი პასუხსიმგებლობა არ დაკისრებია". - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი დავით მჟავანაძე.


 

მსგავსი სიახლეები