პოლონელმა ექიმმა განგვიმარტა, რომ ჩვევა აქვს, არასდროს იდებს ნივთს ჯიბეში, იდებს წინდაში - ზურაბ ჩხაიძე

15.07.23 13:09
პოლონელმა ექიმმა განგვიმარტა, რომ ჩვევა აქვს, არასდროს იდებს ნივთს ჯიბეში, იდებს წინდაში - ზურაბ ჩხაიძე

დაუშვებენ თუ არა პოლონელ მედიკოსს კვლავ მიხეილ სააკაშვილის პალატაში, რომ ხელმეორედ ჩაატაროს კვლევები? - კლინიკა ვივა მედის კლინკური დირექტორი ადასტურებს, რომ ევროკავშირის მისიის წევრმა ბრეგაძის უწყებას განმარტება უკვე ჩააბარა.

"დაარღვია ის, რომ არალეგალურად არაოფიციალურად აიღო ბიოლოგიური მასალა. ამისთის აუცილებელია კლინიკის, პაციენტის და პენიტენციურის თანხმობა. როდესაც მან აიღო ნიმში არალეგალურად და ეს გახმაურდა, ჩვენ ჩავაყენეთ საქმის კურსში. ვუთხარით რომ არალეგალურად გატანა არ შეიძლება. თქვა, რომ ის ნივთი აიღო და ჩვევა აქვს, რომ არასდროს არ იდებს ნივთს ჯიბეში, იდებს წინდაში. არ ვიცი ყველას თავის ჩვევა აქვს". - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის პალატიდან ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდლობდა.

 

მსგავსი სიახლეები