13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედა ფორმულას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა - მას ბრალი წარედგინა

15.07.23 13:49
13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედა ფორმულას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა - მას ბრალი წარედგინა

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედა ფორმულას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა - პროკურატურის ინფორმაციით,  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა.

უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედამ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა. მომხდარის ვიდეოკადრებს "ფორმულა" ავრცელებს.

შემთხვევა 13 ივლისს მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები