ძლიერი ხანძარი დაბა გრიგოლეთში - დამწვარია სამი სახლი

27.05.21 14:44
ძლიერი ხანძარი დაბა გრიგოლეთში - დამწვარია სამი სახლი

ძლიერი ხანძარი გურიაში - სტიქიის შედეგად დაბა გრიგოლეთში სამი სახლი დაიწვა. ცეცხლი ზღვის პირას მდებარე ხის კოტეჯში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მიმდებარე საცხოვრებლებზე გავრცელდა. 

ცეცხლის შედეგად ორი სახლი მთლიანად დამწვარია. მეპატრონეებმა სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს. მესამე კოტეჯი ნაწილობრივ დაზიანდა.

ძლიერი ხანძრის გამო ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.