პოლონელი მედიკოსის თემით, უკრაინაში და ევროპარლამენტში მომხდარის გადაფარვა უნდოდათ - ალასანია
დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ფიქრობს, რომ ის აჟიოტაჟი რაც პოლონელ ექიმტან დაკავშირებით ატეხა მთავრობამ უკრაინის რადაში მომხდარი ამბოს გადასაფარად მოხდა.
აქ რაც მოხდა, იმისთვის მოხდა, რომ გადაეფარათ ის, რაც მნიშვნელოვანი იყო, ის რაც მოხდა უკრაიანში და ის რაც მოხდა ევროპარლამენტში. აი ამის გადასაფარად მოხდა მემგონი. რა მოხდა, მე მართალი გითხრათ არ ვიცი, იმიტომ, რომ მე პოლონელ ექიმებთან არავითარი კავშირი არ მქონია. მიშამ იცის ის, რომ მოვიდნენ, გასინჯეს და ესაუბრნენ, მეტი არაფერი ვიცით ჩვენ". - ამბობს გიული ალასანია
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის პალატიდან ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდლობდა.
რადას დეპუტატების სრული უმრავლესობა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მესამეს შეწყალებას სთხოვენ. 257 უკრიანელ დეპუატს შორის ისეთებიც არიან, ვინც სააკაშილის არასდროს ეთანხმებოდა, თუმცა დღეს თვლიან, რომ საკუთარი მოქალაქის დაცვა, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. მთელი ევროპა მოქმედებაზეა გადასული.