"პრობლემები უკიდურესად სერიოზულია, რთულია მათი უსაფრთხოდ აღდგენა" - საერთაშორისო ექსპერტები გელათზე

15.07.23 15:50
"პრობლემები უკიდურესად სერიოზულია, რთულია მათი უსაფრთხოდ აღდგენა" - საერთაშორისო ექსპერტები გელათზე

გელათის გადარჩენა რთულია - საერთაშორისო ექსპერტები ადასტურებენ, რომ უძველეს სამონასტრო კომპლექსში ვითარება კრიტიკულია. საპატრიარქოს მოწვევით, ტაძარში მომუშავე კედლის მხატვრობისა და რესტავრატორთა უცხოელმა ჯგუფრმა დღეს დაადასტურა, რომ უსაფრთხოდ დაზიანებული ნაწილების აღდგენა ურთულესი იქნება. მეუფე შიოოს თანდასწრებით უცხოელ ექსპერტებს არ დაუმალავთ, რომ ზუსტი პროგნოზიგის გაკეთება შეუძლებელია.

„გელათში, კედლის მხატვრობასთან დაკავშირებული პრობლემები უკიდურესად სერიოზულია. ჩვენ საქმე გვაქვს მემკვიდრეობით პირობებთან, ნამუშევრები არის მდგომარეობაში, როდესაც უკვე ძალიან რთული ხდება, უსაფრთხოდ, მათი აღდგენა. იმის გამო, რომ ისინი ასეთი ძვირფასია, ჩვენ მათი კონსერვაციის მიდგომაში აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყოთ. უნდა ვიმოქმედოთ უკიდურესად ფრთხილად და ზედმიწევნით, რომ თავიდან ავიცილოთ წარსული შეცდომები.“ - აღნიშნა უცხოელმა ექსპერტმა.

პატრიარქის მოსაყდრე იმედს გამოთქვამს, რომ გელათის ტაძრის ფრესკების უმეტესობა გადარჩენას დაექვემდებარება.

ყოველი მოქმედება რაც კი იქნება, დაეფუძნება სერიოზულ კვლევებს. ასე კონკრეტულად არ თქვეს, რამდენად რა არის დაგვიანებული. ამას ალბათ მოგვაინებით მოგვახსენებენ. მე ვიცი, რომ უმეტესობა გადარჩენას ექვემდებარება, ამის დიდი იმედი მაქვს". - განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, საპატრიარქომ გელათის მონასტრის კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება თავის თავზე მიმდინარე წლის 23 თებერვალს აიღო.  

მსგავსი სიახლეები