ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

15.07.23 17:33
ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა - ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ირკვევა, რომ რეჟისორმა განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა.

ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს.

უკვე რამდენიმე თვეა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანის უწყების რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები