ციხეში კი არა, ფსიქიატრიულში უნდა გადაეყვანათ - გაუპატიურებისთვის ბრალდებულის მამა

27.05.21 15:20
ციხეში კი არა, ფსიქიატრიულში უნდა გადაეყვანათ -  გაუპატიურებისთვის ბრალდებულის მამა

14 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცი დანაშულს ვერ ჩაიდენდა, ფსიქიურად გაუწონასწორებელია და ის არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულში უნდა მოთავსონ. 

დაკავებულის ოჯახი აცხადებს, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

რატომ დაიჭირეს, ეს არის რაღაცა მოგონილი, შეთითხნილი ფაქტი, ფსიქიურად ავადმყოფია, აღრიცხვაზეა აყვანილი დისპანსერში, პენსიას იღებს, ის ფსიქიატრიულში უნდა გადაეყვანათ და არა ციხეში - აცხადებს ბრალდებულის მამა.

40 წლამდე მამაკაცი გორის იზოლატორში იმყოფება. ის 2 დღის წინ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  დააკავეს.

მსგავსი სიახლეები