ავარია ატენში - დაიღუპა ერთი ადამიანი
მსხვერპლით დასრულდა ატენში მომხდარი ავარია - რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" წერს, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შედეგად კი ერთი პირი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ავტომობილის უკანა სავარძელზე მყოფმა ადამიანმა მიიღო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.