ახალი რეგულაციები ფარმაცევტულ სექტორს - პატარა აფთიაქები ერთი მეორეს მიყოლებით იხურებიან

16.07.23 12:21
ახალი რეგულაციები ფარმაცევტულ სექტორს - პატარა აფთიაქები ერთი მეორეს მიყოლებით იხურებიან

პატარა აფთიაქები ერთი მეორის მიყოლებით იხურებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სტანდარტები მედიკამენტების გადამყიდველებისთვის დაღუპველი აღმოჩნდა. ახალ რეგულაზიცებზე მოსარგებად აფთიაქებს აზარაშვილის უწყებამ მცირე დრო მისცა. ამასობაში კი ბაზარზე დიდი მედიკამენტების მწაროებელმა კომპანიებმა სრული მონოპოლია  დაამყარეს. გამოწვევაა რეფერენტული ფასებიც, რაც პატარა აფთაიქებისთვის ზარალზე მუშაობის ტოლფასია. 

ფარმაცევტებიი დახმარებას თხოვენ.

აფთიაქები იხურება ყოველდღიურად. გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ახალმა რეგულაციებმა. პირველი ეს დაიწყო ელექტრონული რეცეპტებტან მიმართებაში, როცა ელექტრონული რეცეპტი გახდა მედიკამენტის გაცემის იურიდიული საფუძველი მხოლოდ. ჩვენ ძალიან არათანაბარ პირობებშ გვიწევს მუშაობა, იმიტომ, რომ არ არის გამიჯნული ჯერჯერობით საბითუმო და საცალო ფასები ერთმანეთისგან. არ გვეძლევა მედიკამენტები ისეთ ფასებში, რომ გარკვეული კონკურენციის პირობები შეიქმნას მსხვილ კომპანიებთან შედარეით, - ამბობს სააფთიაქო სფეროს წარმომდგენელი. 

მსგავსი სიახლეები