ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია 8 თვით გახანგრძლივდება - ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს

16.07.23 12:32
ავლაბრის მეტროს  რეაბილიტაცია  8 თვით გახანგრძლივდება - ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს

ავლაბრის მეტრო სადგურის  რეაბილიტაცია კიდევ 8 თვით გახანგრძლივდება.  კონტრაქტს, რომელიც მერიამ ტენდერის გარეშე კომპანია "ბადა ჯგუფს"  დაუდო, ვადა გუშინ ამოეწურა. მიზეზი, რის გამოც, ტენდერი არ გამოაცხადეს, დროის მოგება იყო. მერიას უნდოდა, მეტრო იქამდე გაეხსნა, ვიდრე ქეთევან წამებულის გამზირის რეაბლიტაცია დასრულდებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. გზის რეაბილიტაცია რვა თვით დასრულდა, მეტროსადგურის ვესტიბიული კი ისევ ხარაჩოებშია მოქცეული.

ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება გადასულია იმ ეტაპზე, როცა ნებისმიერი რაღაციდან როგორც ფინანსური, ასევე ელიტორალური გამორჩენის მირებაზეა ორიენტრირებული. არწმუნებული ვარ, ნებისმიერი ტენერი, თუ მას კრიტიკულად შევხედავთ, იქნება ან ფინანსური კორუფციის წყარო ან პოლიიტკური გავლენის მოპოვების საშუალება, - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. 

მსგავსი სიახლეები