ვერ გადავიხდით! - მოქალაქეები გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ

27.05.21 15:14
ვერ გადავიხდით! - მოქალაქეები გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ

გაზის ტარიფის გაძვირება მოსახლეობისთვის მორიგი სიურპრიზი აღმოჩნდა. მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ გაზის საფასურს ვეღარ გადაიხდიან და ბუნებრივი აირის გათიშვა მოუწევთ. 

რითი უნდა ვიყოთ? ყველაფერზეა ფასები მომატებული. ნამდვილად არ მომწონს ეს საქმე. გამოდის, რომ მთელი ზამთარი უნდა გაყინული იჯდე, ვერ გადავიხდით! - ამბობს მოქალაქე.  

გაზის ტარიფის მატება მძიმე დარტყმად მიაჩნიათ პენსიონერებსაც.

პენსიები არ გვემატება, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება ყველა ოჯახისთვის. ძლიერი დარტყმაა, 8 თეთრი უკვე ძალიან ბევრია, - ამბობს თბილისი მცხოვრები.

სემეკმა გაზის ახალი ტარიფი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. თბილისის მოსახლეობას გაზი 8 თეთრით გაუძვირდა. ბუნებრივი აირის ახაი ტარიფი ძალაში პირველი ივნისიდან შედის. 
 

მსგავსი სიახლეები