გორის უნივერსიტეტის შეუცვლელი რექტორი - ვინ მფარველობს გიორგი სოსიაშვილს?

16.07.23 13:59
გორის უნივერსიტეტის შეუცვლელი რექტორი -  ვინ მფარველობს გიორგი სოსიაშვილს?

გორის უნივერსიტეტის რექტორად უკვე მეოთხედ გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს. ფაქტი უნივერსიტეტის წესდებასთან წინააღმდეგობაში მოდის.  წესდებაში შავით თეთრზე წერია, რომ ერთი და იგივე პირი ხელმძღვანელად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაამტკიცონ.

ადგილობრივი ოპოზიციის ინფორმაციით, სოსიაშვილსს ირაკლი ღარიბაშვილი ლობირებს.  საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული რექტორის ოჯახის წევრებიც. მათ შორის სოსიაშილის შვილი,  ნოდარ სოსიაშვილი სუსში მუშაობს. 

ენმ-ს წევრი ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ სოსიაშვილი ბიუჯეტსი არამიზნობრივ ხარჯვაშია შემჩნეული, თუმცა გავლენიანი მფარველების გამო საქმე თაროზეა შემოდებული. 

გორის უნივერსიტეტის რექტორს, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს პუტინის მმართველობის სტილი, იმიტომ, რომ 2011 წლიდან დღემდე უცვლელი რექტორია, თუმცა ეს არის კანონის უხეში დარღვევა., არაფრით სეიძლება, რომ ერთი და იგივე პიროვნება მართავდეს ამდენი წლის განმავლობაში უნივერსიტეტს. გარდა ამისა, შემჩნეულია ბიუჯეტის არამიზანობრივ ხარჯვასა და გაფლანგვაში, თუმცა ეს საქმეები პროკურატურაში ტაროაზეა შემოდებული. „ქაღთული ოცნების“ მფარველობის პირობებში მას პასუხს არავინ სთხოვს, თუმცა უახლოეს მომავალში საქართველოში აუცილებლად იქნება სამართლიანი სასამართლო და ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე, - ამბობს ანი ბალიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები