ვის ჩააბარა თბილისის მერიამ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია? - "ბადა ჯგუფი" "ოცნების" შემომწირველია

16.07.23 15:38
ვის ჩააბარა თბილისის მერიამ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია?  - "ბადა ჯგუფი" "ოცნების" შემომწირველია

ვის ჩააბარა თბილისის მერიამ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია? - "პირველებმა"  დეტალები გაარკვია. კომპანია, რომელმაც 4 მილიოანიანი ტენდერი მოიგო, "ქართული ოცნების" შემომწირველია. "ბადა ჯგუფის" დირექტორს  მმართველი პარტიის ყულაბაში 60 ათასი ლარი აქვს შეტანილი.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია "ბადა ჯგუსი" მფლობელს, ბაჩანა ადამიას რამდენიმე კკომპანია აქვს, რომელსაც საერთო ჯამში გამარტივებული წესით  100-ზე მეტი შესყიდვა აქვს შესრულებული.

ოპოზიცია აცხადებს, რომ "ოცნება" დამფინანსებელს მადლობას კახა კალაძის დახმარებით უხდის.  არადა, ეს კომპანია არაკეთილსინდისიერი პარტნიორია. ვიდრე ავლაბრის მეტროს ზედა ვესტიბიულის რემონტს ჩაიბარებდა, მეტროსადგური  ვარკეთილის რეაბილიტაციაც ანდეს, რომელიც დროში გაიწელა.

ტენდერში უნდა მონაწილეობდეს ის კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება და კეთილსინდისიერება იმისთვის, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულოს. ამ შემთხვევაში საუბარია მეტროს რეაბილიტაციაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე ღეულობენ ის კომპანიები, რომლებიც ფულს სწირვანე მმართველ პარტიას, - ამბობს „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე. 

ავლაბრის მეტრო სადგურის  რეაბილიტაცია კიდევ 8 თვით გახანგრძლივდება.  კონტრაქტს, რომელიც მერიამ ტენდერის გარეშე კომპანია "ბადა ჯგუფს"  დაუდო, ვადა გუშინ ამოეწურა. მიზეზი, რის გამოც, ტენდერი არ გამოაცხადეს, დროის მოგება იყო. მერიას უნდოდა, მეტრო იქამდე გაეხსნა, ვიდრე ქეთევან წამებულის გამზირის რეაბლიტაცია დასრულდებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. გზის რეაბილიტაცია რვა თვით დასრულდა, მეტროსადგურის ვესტიბიული კი ისევ ხარაჩოებშია მოქცეული. 

მსგავსი სიახლეები