16 წლის გოგო ქორწილიდან მოტყუებით გაიტაცეს - რა მოხდა ფონიჭალაში

16.07.23 17:17
16 წლის გოგო ქორწილიდან მოტყუებით გაიტაცეს - რა მოხდა ფონიჭალაში

ფონიჭალაში არასრუწლოვნის გატაცების ბრალდებით დაკავებული 4 პირი ეთნიკურად აზერბაიჯენელბი არიან. "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია.

ირკვევა, რომ გოგონა ქორწილიდან გაიტაცეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა. ნათესავმა ის მოტყუებით გარეთ გაიყვანა, რის შემდეგაც ავტომობილში იძულებით ჩასვეს და გაიტაცეს. პოტენციური სასიძო 16 წლის გოგოს ბიძაშვილად ეკუთვნის. 

მომხდარის შემეგ გოგონას ოჯახმა მისი დაბრუნება მოახერხა. გატაცებაში მონაწილე 4 პირს პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ისინი დააკავა. 

გოგო პატარაა, ამიტომ ოჯახი იყო კატეგორიულ უარზე. როგორც ვიცი ქორწილში იყო და იქიდან მოტყუებით და ძალის გამოყენებით გაიტაცეს. იმ საღამოსვე დაიბრუნა ოჯახმა გოგო, ბიწები გაქცეულან, - უყვება „პირველებს“ ადგილობრივი. 

გოგონას გატაცებაში ბრალდებული 4-ვე პირი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. 

მსგავსი სიახლეები