მთავრობა ცენტრალურ მაგისტრალს აფართოებს - ოპოზიცია რუსეთის დაკვეთაზე საუბრობს

16.07.23 17:26
მთავრობა ცენტრალურ მაგისტრალს აფართოებს - ოპოზიცია რუსეთის დაკვეთაზე საუბრობს

 თბილისი - ნატახტაარის გზაზე ოთხ ზოლიანი მაგისტრალი აშენდება. გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 12 მლნ-ია.  ახალი გზა დღე-ღამეში 40 ათას ავტომობილს გაატარებს. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობა გზის მოდერნიზაციას რუსეთის მოთხოვნით იწყებს, რათა  იზოლაციაში  მოქცეულ ოკუპანტ სახელმწიფოს  ტვირთების გადასატანადდ კომფორტული პირობები შეუქმნას.

დაიგეგმა საავტომობილო გზის გაფართოება, რომელიც ჩრდილოეთს დააკავშირებს ანუ რუსეთს საქართველოსთან, სომხეთთან და დანარჩენ რეგიონთან და ეს არის ანთელი ადასტურება იმის, რომ საქართველოს მთავრბა, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერსია, რომ რუსული, პუტინის ტერორისტული რეჟიმის ამოცანები შეასრულოს, ხელი შეუწყოს მათ სანქცების გვერდის ავლაში. აღდგენილი ფრენები, ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება და გზის მშენებლობა, ეს ყველაფერი ემსახურება რუსეთის, პუტინის ტერორისტული რეჟიმის ინტერესებს, რომ მათ შეძლონ სანქციებისთვის გვერდის ავლა, თავიანთი ეკონომიკური ინტერესისი გატარება რეგიონში, - ამბობს ენმ-ს წევრი ვასილ ურუშაძე. 

 

მსგავსი სიახლეები