რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდა, საქართველოში შემოუშვეს
რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდა, საქართველოში თავისუფლად შემოუშვეს. დიმიტრი შველოვმა ვიდეო სოციალურ ქსელში თავად განათავსა და არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში ნამყოფია.
რუსეთის მოქალაქე ამჟამად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება. ის საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, პირებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ.