გაზზე ტარიფის გაზრდით კომპანია გასწორდება წელში - სემეკის თავმჯდომარის განმარტება

27.05.21 15:29
გაზზე ტარიფის გაზრდით კომპანია გასწორდება წელში - სემეკის თავმჯდომარის განმარტება

სემეკის თავჯდომარე, დავით ნარმანია, გაზის ტარიფის  მომატებასთან დაკავშირებით მიღებულ  გადაწყვეტილებას განმარტავს. მისი თქმით, მომატებული ტარიფი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ზარალს აანაზღაურებს და კომპანიას წელში გაასწორებს.

მათ მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ გაზრდით, რომელზეც დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ,,თბილისი ენერჯის" არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე. ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული  სხვა ვალდებულებების შესრულებაც, - ამბობს დავით ნარმანია. 
 

 სემეკმა გაზის ახალი ტარიფი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. თბილისის მოსახლეობას გაზი 8 თეთრით გაუძვირდა. ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი ძალაში პირველი ივნისიდან შედის. 

მსგავსი სიახლეები