,,კოკა კოლასა" და ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

27.05.21 15:46
,,კოკა კოლასა" და ფეხბურთის ფედერაციას შორის  ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ,,კოკა კოლასგან" ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში 1 მილიონ ლარს  მიიღებს -  ,,კოკა კოლასა" და ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

მე, როგორც პროფესიონალი გულშემატკივარი, ბედნიერი ვარ, რადგან ვნახე ის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ, საქართველოს ისტორია ერთი გოლით გადააკეთონ. მეამაყება, რომ მათთან ერთად გრძელვადიან ხელშეკრულებაში ვიქნები თანამონაწილე. ეს არის ჩემი ძალიან ბედნიერი დღე - განაცხადა ,კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ.

,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის" ხელმძღვანელი, ლევან კობიაშვილი, აღნიშნავს, რომ კოპანია  ,,კოკა-კოლა " ფეხბურთის დიდი ქომაგი და მხარდამჭერია.

,,კოკა-კოლა" წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთს, ფეხბურთის ფედერაციას, გვეხმარებოდა. ერთად არაჩვეულებრივ, მასობრივ პროექტს ვაკეთებთ, რაც ძირითადად ბავშვთა ფეხბურთს მოიცავს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა კოკა-კოლას. 

დღევანდელი დღე კი კიდევ უფრო განსაკუთრებულია ჩვენთვის, რადგან დღეიდან ,,კოკა-კოლა" საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი და პარტნიორია. მიხარია, რომ მისი სახით კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შევიძინეთ - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ბიზნესისთვის მძიმე პანდემიურ წელს ეს ფინანსურად უპრეცედენტო მოვლენაა. ქართულ ბაზარზე მსოფლიო ბრენდის ოპერირების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მასშტაბის ურთიერთთანამშრომლობის გაფორმება პირველად ხდება.


 

მსგავსი სიახლეები