იქნებ Al-Qaeda-თან თანამშრომლობაც დააბრალოთ გახარიას - ექსპრემიერის გუნდი

27.05.21 16:35
იქნებ  Al-Qaeda-თან თანამშრომლობაც დააბრალოთ გახარიას - ექსპრემიერის გუნდი

“ტყუილს (დეზინფორმაციას) შეუძლია ნახევარი მსოფლიო შემოიაროს მანამ, სანამ სიმართლე თასმების შეკვრას დაიწყებს“ - მსგავს ციტირებას აკეთებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე,ლ სამთავრობო მედიასაშუალებებში გასული ინფორმაციის კომენტირებისას.

საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც დილიდან ვრცელდება და რომლის რომლის მიხედვითაც "გიორგი გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილი გახდა". 

ტვ იმედის ამ ნიუსის წაკითხვისას ერთი საინტერესო გამოთქმა გამახსენდა - “ტყუილს (დეზინფორმაციას) შეუძლია, ნახევარი მსოფლიო შემოიაროს მანამ, სანამ სიმართლე თასმების შეკვრას დაიწყებს“. მეგობრებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ თასმებს ძალიან სწრაფად ვიკრავთ. 

P.S. სხვა დროს, როდესაც ტყუილის თქმის ტირაჟირებას (იმედია უნებლიედ) გადაწყვეტთ, იქნებ რამე ეგზოტიკურიც (მაგალითად Euskadi Ta Askatasuna-თან (ETA), ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან (IRA) ან თუნდაც Al-Qaeda-თან თანამშრომლობა და საერთო დაფინანსების წყაროების პოვნა) დააბრალოთ გახარიას!  Well, Good Luck!"- წერს ქემოკლიძე. 

ექსპრემიერის პარტიის პრეზენტაციამდე 3 დღით ადრე სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილმა გახარიას პარტიის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო და შუამავალი გიორგი ხოჯევანიშვილია.

,,ნაცები" გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, „ქართული ოცნება“ გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს, რეალურად ეს ყველაფერი არის სასაცილო, ტყუილი, ერთადერთი სამწუხარო არის ის, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ ფეიკ ნიუსებს ავრცელებს"- თქვა ბუჩუკურმა აღნიშნული ინფორმაციის შეფასებისას.