ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ლანჩხუთში ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. "გურია თუდეი"-ს ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.