სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე - დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

27.05.21 17:30
სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე - დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

14 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს  ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება და მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დღეს მოხდა ბრალის წარდგენა, გადმომეცა გამომძიებლის მიერ საქმის მასალები. დაკავებული ვიზუალარადაც და დედის გადმოცემითაც ფიზიკური ნაკლის მქონეა და მას თარჯიმანი დასჭირდა, რომ ბრალი განემარტათ. გამომძიებლისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება, რაც შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს -აცხადებს ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი.

40 წლამდე მამაკაცს 14 წლის მოზარდის მიმართ სისტემატური სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. საქმე აღძრულია 137-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.