გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე გვიწევს - კობახიძე გაძვირებულ გაზზე

27.05.21 17:23
გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე გვიწევს - კობახიძე გაძვირებულ გაზზე

თბილისელებისთვის გაზის ტარიფის გაძვირების გამო მმართველ გუნდი თავის მართლების რეჟიმშია.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, მთავრობას გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე უწევს, რომელიც სხვა და სხვა მიზეზების გამო, მუდმივად ცვალებადია. 

ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, სერვისებთან დაკავშირებით, მიიღება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, იგულისხმება მათ შორის, ეკონომიკური რეალობა, რომელიც მუდმივად ცვალებადია, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გვმართებს ჩვენ, - ამბობს კობახიძე. 
 

სემეკმა გაზის ახალი ტარიფი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. თბილისის მოსახლეობას გაზი 8 თეთრით გაუძვირდა. ბუნებრივი აირის ახაი ტარიფი ძალაში პირველი ივნისიდან შედის.