ცოლის ცემა გასაღებით, ფსიქოლოგიური ტერორი, სახეში შეყრილი საკვები - უმძიმესი ბრალდება საქართველოს პირველ ჩოგანს

27.05.21 20:30
ცოლის ცემა გასაღებით, ფსიქოლოგიური ტერორი, სახეში შეყრილი საკვები -  უმძიმესი ბრალდება საქართველოს პირველ ჩოგანს

ცოლის ცემა გასაღებით, ფსიქოლოგიური ტერორი, სახეში შეყრილი საკვები და ფიზიკური ანგარიშსწორება ბავშვის თანდასწრებით - საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე, ყოფილი ცოლის ბრალდებებს5 საათის განმავლობაში ისმენდა.

დღევანდელ პროცესზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგმა მარინა მათიაშვილმაპირდაპირ თქვა, რომ ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა.

წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი  პროცესს დღეს დისტანციურად ესწრებოდა და გაჟღერებულ უმძიმეს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. დუმს დაცვის მხარე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი თავის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს. 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგმა კი დღეს მოსამართლის თანდასწრებით ძალადობის ის მეთოდები აღწერა, რომელიც მასთან ვიზიტისას ნელი დოროყაშვილმა ჩამოთვალა: 

აკონკრეტებდა ძალადობის ფორმებს: თმების ქაჩვა, თმებით თრევა, სუშის თავზე გადასხმა..."

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ირწმუნება, რომ 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო: 

ბავშვის გაჩენის შემდეგ, მშვიდად არ მძინებია. კოშმარული სიზმრები მაქვს. შფოთვის შიშის შეგრძნებები. დეპრესიული მდგომარეობა მქონდა. არაჯანსაღ გარემოში მიხდებოდა ყოფნა. ჩემი პიროვნება იქ არავის აინტერესებდა და მეც საკუთარი პიროვნება თითქოს დამეკარგა. ფსიქოლოგთან ტრავმა-ფსიქოლოგთან დავდიოდი. ბოლოს მივხვდი, რომ ერთ დღეს მოვკვდებოდი ან გავგიჟდებოდი"- თქვა ფსიქოლოგმა. 

მოდელი ამტკიცებს,რომ მხოლოდ ქმარი არ სცმედა და ძალადობას დედამთლ-მამათილიც ახორციერლებდნენ.

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის ძალიან მეშინოდა, თუმცა თავაზიანად ვიქცეოდი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი, ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი, ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო"- აცხადებს სპეციალისტი დოროყაშვილის მონაყოლზე დაყრდნობით. 

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მტკიცებით, ყოველი ჩხუბის შემდეგ, ქმარი დედასთან მიდიოდა და "ნიკას განრიდება ხდებოდა" მისგან.