მდინარე ძუსაში მაშველებმა სავარაუდოდ, 18 წლის თორნიკე მესხის ცხედარი იპოვეს

19.07.23 10:39
მდინარე ძუსაში მაშველებმა სავარაუდოდ, 18 წლის თორნიკე მესხის ცხედარი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ, ზესტაფონში, მდინარე ძუსაში, მაშველებმა სავარაუდოდ 18 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. 

თორნიკე მესხი მდინარეში 17 ივლისს ჩავარდა. მოზარდს სამი დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.

მსგავსი სიახლეები