დაპირისპირება რიონის ხეობის მცველებსა და პოლიციას შორის - სავარაუდოდ არიან დაკავებულები

27.05.21 22:11
დაპირისპირება რიონის ხეობის მცველებსა და პოლიციას შორის - სავარაუდოდ არიან დაკავებულები

ხმაური სოფელ გუმათში - რკინის ბარიკადებთან „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებზე მუშტებს აბრახუნებდნენ, რა დროსაც, პოლიცია ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

ორგანიზატორების განცხადებით,  პოლიციელებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა.

უწყება გუმათში შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

შსს მოუწოდებს რიონის მცველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მსგავსი სიახლეები