თავდასხმა “ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელზე - დაკავებულია ერთი პირი

28.05.21 09:34
თავდასხმა “ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელზე - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებლის, პაპუნა გულაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, 35 წლის მამაკაცი დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები