სექსუალური ძალადობა მოზარდზე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

28.05.21 10:50
სექსუალური ძალადობა მოზარდზე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გორის რაიონული სასამართლო  14 წლის მოზარდის გაუპატიურების საქმეზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. 

ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს. დაცვის მხარე 39 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივად კი გირაოს  ითხოვს. ამ ეტაპზე არასრულწლოვანს ექსპერტიზა არ ჩატარებია. 

გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. 14 წლის ბიჭზე  40 წლამდე მამაკაცი 3 წლის განმაშვლობაში  სექსუალურად სისტემატურად ძალობდა, მიჰყავდა სკოლის ახლოს დანგრეულ სახლში და აუპატიურებდა.