საქმე ალტ-ინფოს წინააღმდეგ - გაიცემა თუ არა დამცავი ორდერი თავდასხმის მსხვერპლი დედა-შვილის დასაცავად

20.07.23 15:29
საქმე ალტ-ინფოს წინააღმდეგ - გაიცემა თუ არა დამცავი ორდერი თავდასხმის მსხვერპლი დედა-შვილის დასაცავად

საქმე ალტ-ინფოს წინააღმდეგ - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ, გაიცემა თუ არა დამცავი ორდერი თავდასხმის მსხვერპლი დედა-შვილის დასაცავად, რომლებიც რადიკალური დაჯგუფების სამიზნეები   სოციალურ ქსელში გახდნენ.

საქმე ეხება ჟურნალისტს და მის მცირეწლოვან შვილს, რომლის ვიდეოც ალტ-ინფოს წევრებმა პროპაგანდისთვის პრაიდის კვირეულის დროს გამოიყენეს და ძალადობა წაახალისეს.

ბავშვის და დედის უფლებებს  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთცვის" იცავს.

იურისტი ანა თავხელიძე მუქარების პრაქტიკაში განხორციელების საფრთხეზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს ამ საკითხზე მიმართეს, უწყებისგან რეაგირება არ ყოფილა. 

როგორც ბავშვის, ასევე დედის უფლება არის დარღვეული. იმიტომ, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას. არსებობს, მათი მხრიდან წარსულში ძალადობრივი ქმედების ჩადენის არაერთი შემთხვევა. ძალიან მაღალი არის რისკი, რომ მათი მუქარები პრაქტიკაში განხორციელდეს და ფიზიკურ ძალადობასაც დაექვემდებარებიან. ადვოკატებმა ოფიციალურად მივმართეთ ბავშვის და დედის დაცვის მოთხოვნით შსს-ს, თუმცა დღემდე რაიმე პასუხი მათგან არ მიგვიღია. ერთადერთი ახსნა, რატომაც ასე იქცევა უწყება, არის მისი მიკერძოებული დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში, მსხვერპლების მიმართ". - ამბობს ანა თავხელიძე.

საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულია, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

მსგავსი სიახლეები