რეპრესიები მარტის აქციებში მონაწილეობის გამო - სკოლის დირექტორები განათლების სამინისტროს რეპრესიებში ამხელენ
სკოლის დირექტორები განათლების სამინისტროს რეპრესიებში ამხელენ. პედაგოგები, ამილახვარის უწყებას სასამართლში უჩივიან. საჯარო მოხელეეები, ვინც ტესტირება წარმატებით გაიარა და გასაუბრებაზე მასობრივად ჩაჭრეს, განათლების სამინისტროსგან ითხოვენ, გასაუბრების მეორე ეტაპი ხელახლა ჩატარდეს. საჯარო მოხელეები ამტკიცებენ, რომ დირექტორობის გამოცდაზე ბარიერი იმის გამო არ გადაალახინეს, რომ მარტის აქციებზე ქუჩაში დგომა არ აპატიეს.
თუკი 2014 წელს ვიმსახურებდი ამ სერთიფიკატს 2022 წლის ჩათვლით, წელს რატომ ვერ ვიმსახურებ? რა შეიძლება უპასუხო ასეთ შემთხვევაში? ანუ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, თუმცა ვართ აქტიური მოქალაქეები, შესაბამისად, ჩვენი აზრი გაგვაჩნია ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და მდგომარეობაზე, ნამდვლად არ მოგვწონს რუსული კანონი და ყოველთის გავაპროტესტებთ. სხვა ნებისმიერი რამ, რაც არაევროპულია, არაცივილურია და რატომღარც აბრუნებს ჩვენს ქვეყანას სადღაც შორეულ წარსულში, ბუნებრივია, ამას მოქალაქეები ყოველთვის გავაპორტესტებთ". - ამბობს საჯარო მოხელე.
27 დირექტორის უფლებებს სამართლიანი არჩევნები დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აქვთ მტკიცებულებები გასაუბრების დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების შესახებ.
განათლები ექსპერტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ კადრებს, რომლებიც მთავრობისთვის მიუღებელია, სამეურვეო არჩევნებამდე ხსნიან.
შეგნებულად შეაჩერეს დირექტორის არჩევნების ჩატარება სწორედ იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ის კანდიდატები და ის კადრები შეერჩიათ, ვისზედაც უშუალოდ გარანტია ექნებოდათ, რომ არჩევნების პროცესში იქნებიან მათი წარმომადგენლები და შეასრულებენ ყველა იმ დავალებას, რაც მათ დასჭირდებათ. ყველა ის კადრი, რომელიც მათთვის მიუღებელია და არასანდოს წარმოადგენს, არ მივიდეს სამეურვეო არჩევნებამდე და მანამდე ჩახნას განათლების სამინისტრომ, სავარაუდოდ, უშიშროების შესაბამისი გადამოწმების შედეგად". - ამბობს მარიამ რამინაშვილი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2022 წელს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა.