შსს მორიგ სკანდალში ეხვევა - არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობაში ოთხი პოლიციელია მხილებული
არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობაში ოთხი პოლიციელია მხილებული. ოთხივე ვერის განყოფილების თანამშრომელია, რომელსაც სისასტიკით ცნობილი მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობს. 21 წლის ლაშა ჟღენტი პირველებს შოკისმომგვრელ ამბავს უყვება - "მგუდავდნენ" - ამბობს დაზარალებული.
ის პოლიციელებმა ქუჩაში უმიზეზოდ გააჩერეს, გაჩხრიკეს, ხოლო როდესაც ეს ფაქტი ბიჭმა გააპროტესტა, უმოწყალოდ სცემეს.
ურტყამდნენ მანქანაში და ურტყამდნენ განყოფილებაშიც. ახლა ახალგაზრდა კაცს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გასამართლებას უპირებენ. გომელაურის სავარაუდო მოძალადე თანამშრომლები თავისუფლებაზე არიან. დაზარალებული კი მძიმე დაზიანებებით ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსპერტების დასკვნა ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება.
ირკვევა რომ ძალადობას ახალგაზრდა კაცის ბებიაც შეესწრო, რომელმაც მომხდარის შემდეგ, გონება დაკარგა და რეანომობილით კლინიკაში გადაიყვანეს.