მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დაზღვევა - ეკონომისტები გაძვირებულ გაზზე

28.05.21 11:22
მნიშვნელოვანია  სავალუტო რისკების დაზღვევა - ეკონომისტები გაძვირებულ გაზზე

სემეკ-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 1 ივნისიდან დედაქალაქელებს გაზი გაუძვირდებათ, ეკონომისტები ეხმაურებიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაძვირებული ტარიფი ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვებათ.

ბუნებრივ აირზე ტარიფის გაძვირება ეკონომისტებს არ უკვირთ. მათი განმარტებით, კომპანიები იმპორტზე არიან დამოკიდებულები და პროდუქტს უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ. გაუფასურებული ლარის პირობებში კი იმპორტიორები იძულებულები არია, პროდუქტზე ფასი გაზარდონ. 

რასაკვირველია, გაზის ყიდვა დოლარში არის რისკებთან დაკავშირებული და იმ პირობებში, როდესაც ჩვენთან უფასურდება ლარი დოლართან მიმართებაში, შემდეგ ეს აისახება უკვე ტარიფებზე და ეს გაძვირებული ტარიფები ერთის მხრივ, უარყოფითად აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე,  განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როცა მათი მსყიდველუნარიანობა შემცირდა, როცა მათი შემოსავალი შემცირდა, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სავალუტო რისკების დაზღვევა მოხდეს და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, - ამბობს დარგის სპეციალისტი.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისელებისთვის 1 ივნისიდან ბუნებრივ აირზე ტარიფი 8 თეთრით მოიმატებს.