ძვირადღირებული რეკლამები ბიუჯეტის ფულით - ღარიბაშვილმა Facebook-ზე 45 ათას დოლარზე მეტი დახარჯა

28.05.21 11:31
ძვირადღირებული  რეკლამები ბიუჯეტის ფულით -  ღარიბაშვილმა Facebook-ზე  45 ათას დოლარზე მეტი დახარჯა

სოციალურ ქსელში რეკლამისთვის  ყველაზე მეტს მთავრობიდან პრემიერი ხარჯავს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელისთვის 45 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, მათ შორისაა მისი ყოფილი უწყების, თავდაცვის სამინისტროს, Facebook გვერდი.

რეკლამების ინტენსივობა ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტზე დანიშვნის  შემდგომ გაზარდა და საკუთარ იმიჯს ბიუჯეტის ფულით არეკლამებს. 

"ფლანგვის დეტექტორის" დამფუძნებელი. შოთა დიღმელაშვილი. ამბობს, რომ საზღვარი სახელმწიფო სახსრებსა და პარტიის ბიუჯეტს შორის თითქოს გამქრალია. 

იმდენად ხილვადი პრობლემაა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები  არ ერიდებიან ამაზე ღიად საუბარს. ამ პრობლემის სახელია სახელმწიფო სახსრების გამოყენება კერძო მიზნებისთვის. საზღვარი სახელმწიფო სახსრებსა და პარტიის ბიუჯეტს შორის თითქმის გამქრალია", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.