ქალი, რომელმაც 15 მილიონის ნარკორტიკები გაყიდა და ასობით პირი ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართო, ნარი კაჯაევაა
ქალი, რომელმაც 15 მილიონის ნარკორტიკები ინტერნეტით გაყიდა, ასობით ადამიანი ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართო და ადვოკატები ბრალდებულებად აქცია, ამ დრომდე ვერ დააკავეს.
"პირველებმა" დაადგინა ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის ახალი დეტალები.
ქალი, პირობითი სახელით "ხათუნა", ნარი კაჯაევაა, ქალი რომელიც ნარკომაფიის შეფიაა და ამ დრომდე ქართულ მართლმსაჯულებას თურქეთში ემალება.
საქართველოს საგამოძიებო უწყება ახლა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით მის ექსტრადირებას ითხოვს.
მის საქმეზე ამ წუთებში სასამართლო მსჯელობს. პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და დიდი ალბათობით, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილიდ აუსწრებლად გამოიტანს გადაწყვეტილებას და მას შეეფარდება პატიმრობა.
ნარკოდანაშუალის ბრალდებით 22 დაკავებულიდან სამი განსასჯელის სკამზე ზის. სამიდან ორი ადვოკატია, რომელსაც კაჯაევა მის დანაშაულებრივ საქმიანობაში 3 წლის განმავლობაში მუდმივად იყენებდა.
ადვოკატები ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ. მათი ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ საქმეში არანაირი არსებითი მტკიცებულება არ დევს.
საქმის მასალების მხიედვით, არ არის მტკიცებულება, რომ ასლან ფუტკარაძე იყოს დამნაშავე ამ საქმეში. ამ ბრალდებასტან მას არანაირი საერთო არ აქვს. უბრალოდ აამ ადამიანებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უწევდა კონსულტაციას. ამ ეტაპისთვის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ". - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, 22 -დან 16 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. 3 პირი ძებნაშია, მათ შორისაა სწორედ ნარი კაჯაევა.
მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, გუშინ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.