ამერიკამ, 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს ომში ეხმარებიან, სანქციები დაუწესა
ამერიკამ 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში ეხმარებიან, სანქციები დაუწესა. მიზეზი პუტინის ომის მანქანის ფინანსური მხარდაჭერა. ენტონი ბლინკენის უწყება, იტყობინება რომ სანქიცების განახლებულ სიაში მოხვედრილი ადამაინები რუსეთს ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებით ეხმარებიან. მათ შორის არიან იმპორტიორები და მომწოდებლებიც. ყველაა მათგანი პირდაპირ თუ ირიბაად კრემლს სანქიცების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.
"ეს ქმედებები წარმოადგენს კიდევ ნაბიჯს ჩვენს ძალისხმევაში - რუსეთის სამხედრო პოტენციალი შევზღუდოთ, შევზღუდოთ მისი წვდომა კრიტიკულ მასალებზე და წვდომა ეკონომიკურ სარგებელზე", - წერია აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ყოლი ადეიემოს განცხადებაში.