ახალი შეზღუდვები ქართულ საგუშაგოზე - ახალგორელი აქტივისტი მთავრობას მიმართავს
ახალგორელი აქტივისტი ქართულ საგუშაგოზე ახალი შეზღუდვებს აპროტესტებს და მთავრობას მიმართავს. თამარ მეარაყიშვილი, რომელიც უკვეე 6 წელია იზოლაციაშია მოქცეული და სახლს ვერ ტოვებს, ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან განმარტებებს ითხოვს.
საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, მეარაყიშვილი ამბობს, რომ სოფელში შესვლაზე უარს ეუბნებიან ყველას, ვინც ახალგორში ოფიციალურად ჩაწერილი არ არის და შესაბამისი დოკუმენტი არ აქვს. მისივე ცნობით, ისედაც კილომეტრიანი გზა ხალხს ახლა კიდევ უფრო დაუგრძელდა, რაც დამატებით ბარიერებთან არის დაკავშირებული.
ქართულმა საგუშაგომ შეცვალა გადაწყვეტილება და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ვისაც არ აქვს ჩაწერა ახალგორის, მას აღარ შემოუშვებდნენ ნახევარ კილომეტრ მონაკვეთზე, რომელიც არის ქართული საგუშაგოდან რუსულ საგუშაგომდე დაშორება. აკრძალულია რუსულ საგუშაგოზე ტრანსპორტის გადადგილება. მოსახლეობა ისედაც რუსულ საგუშაგომდე ერთი კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. საჭირო არის ან აგვიხსნან, რატომ არ შეიძლება, აქამდე რას ვაფუჭებდით, არც გვიხსნიან, რას ემსახურება ეს, რა დაშავდა, რა კვლევა იყო ჩატარებული, რომ გადასვლით გადმოსვლით ფუჭდება რაღაცა, ძალიან ცუდი არის, რომ არავის არ ვაინტერესებთ, - ამბობს ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი.