"გაუგებარი ბეგრაუნდის ადამიანები მოიყვანეს" - კინოცენტრში ახალი კადრების მიღება დაიწყეს

21.07.23 11:55
"გაუგებარი ბეგრაუნდის ადამიანები მოიყვანეს" - კინოცენტრში ახალი კადრების მიღება დაიწყეს

კინოცენტრში ახალი კადრების მიღება დაიწყეს. უსაფუძვლოდ გათავისუფლებული ადამიანების ნაცვლად, კინოს არმცოდნე კინოცენტრის ახალი შეფი გუნდს სხვა ადამიანებით აკომპლექტებს.

წულუკიანის რეპრესიების გამო დაცარიელებულ კინოცენტრში ოთხი ვაკანტური ადგილი უკვე შევსებულია, ამიტომ კინოცენტრის გარეთ დარჩენილი ადამიანები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. კინორეჟისორები ირწმუნებიან, რომ პროფესიონალები კადრები კინოცენტრიდან გაუშვეს და მოიყვანეს ადამიანები, რომელთა ბეგრაუნდი მათთვის უცნობია.

"მემგონი, უკვე მეორე დღეა, როცა დაინიშნა ეს 4 თანამშრომელი, მე მათ არ ვიცნობ არ ვიცი ვინ არიან ისინი, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ასეთი პროფესიონალი ადამიანები გაუშვეს, ასეთ გაუგებარ დროს გაუგებარი მიზეზით, მე მაგალითად უარს ვიტყოდი ასეთ შემოთავაზებაზე. დღეს, როგორც ვიცით ასევე თეა წულუკიანი ხვდება თორმეტ ადამიანს, რომელთა ვინაობა ასევე არ ვიცი. მე მათ მინდა შევახსენო ის, რომ ისინი აპირებენ დასხდნენ ადამიანთან, კულტურის მინისტრთან, რომელმაც შეძლო შეუძლებელი 10 საუკუნის მანძილზე, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა მტერმა, მან მოახერხა ის, რომ გელათის ტაძარი განა გადაწვა, ჩარეცხა პირდაპირ", - ამბობს კინორეჟისორი, გიორგი თავართქილაძე.

კინოცენტრის თანამშრომლის კოტე ჩლაიძის თქმით, ახალი კადრების პროფესიონალიზმში მათ ეჭვი შეაქვთ. მისი თქმით, ვერავინ ჩაანაცვლებს იმ პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც კინოცენტრიდან უსამართლოდ გაუშვეს. ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება და სხვადასხვა ფორმებს მიიღებს.

გაშვებული თანამშრომლების ადგილას ეგრევე მოიყვანეს ეს ახალი თანამშრომლები, ზუსტად არ ვიცით რა ბეგრაუნდი აქვთ ამ ადამიანებს. ერთი ვიცი, რომ ძალიან რთულია იმ ხალხის შეცვლა ჩემი აზრით,  რომლებიც გაუშვეს და მართლა კარგი პროფესიონალები გაუშვეს ამ სამსახურიდან, რომლებიც წლებია მუშაობდნენ. საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება, ეს შეიძლება სულ სხვადასხვანაირი ფორმით, სულ იცვლება ხოლმე ფორმები, მაგრამ მაინც რაღაცეებს მაინც ვუბრუნდებით", - ამბობს კინოცენტრის თანამშრომელი, კოტე ჩლაიძე. 

მსგავსი სიახლეები