"გაჩერებას გვთხოვენ" - რას ამბობს, სავარაუდოდ, პოლიციელების მიერ ნაცემი ბიჭის ოჯახი
სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდის ოჯახი ამბობს, რომ მედიით ამბის გაშუქების შემდეგ, მათთან ზარები შედის და გაჩერებას სთხოვენ.
"იყო რამდენიმე ზარი ჩვენთან, რომ ყველაფერი შეგვეწყვიტა, ოჯახის ახლობლებმა დარეკეს, მაგრამ რა თქმა უნდა არ გავჩერდებთ და მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ დარეკავს ჩვენთან და ვის დაარეკინებენ",- ამბობს ოჯახი.
21 წლის ლაშა ჟღენტი, რომელიც ოთხ პოლიციელს სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, კოკა კაციტაძის უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა.
გამომძიებლებს აინტერესებთ, რა მოხდა ქუჩაში, როცა დაზარალებული სამართალდამცველებმა გააჩერს და საიდან აქვს მოზარდს სხეულზე მძიმე დაზიანებები.