განსასჯელებმა დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს სასამართლოზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებმა

21.07.23 13:25
განსასჯელებმა დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს სასამართლოზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებმა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. "პირველების" ინფორმაციით გამოძიებასთან 6-მა მათგანმა ითანამშრომლა.

სასამართლოზე დღეს დუმილი დაარღვიეს ბრალდებულმა ადვოკატებმა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ნარი კაჯაევას პირადად იცნობენ. განსასჯელის სკამიდან, ერთ-ერთი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ნარკომაფიის ქალ შეფს მხოლოდ იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა, ეხმარებოდა ბანკებში გაყინული ფულის განაღდებასა და უძრავი ქონების შეძენაში, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ არაფერი იცოდა იმ 15 მილიონზე, რომელიც კაჯაევამ ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვით და დანაშაულებრივი სქემის შექმნით გამოიმუშავა.

დაკავებული მის დაკავებას პოლიციის, პროკურატურის და სახელმწიფოს მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.

"ჩემი ამბავი არის წმინდა, ანუ შურისმაძიებლური მოქმედება, მართალი, რომ მათ მე ვუქმნი დისკომფორტს, მათ შორის პოლიციასაც, პროკურატურასაც და მთელ სახელმწიფოსაც. რაშია საქმე, მიკავშირდება მე კლიენტი, ეს კაჯაევი და მთხოვს მაგალითად, მიდი და დაიცავი ეს. მინდობილობით, რწმუნებილობით საქმის შესრულებას ჰქვია დავალების ხელშეკრულება, დავალებას ვასრულებდი დილას და შემოსავალს ვღებულობდი ამით"- თქვა ბრალდებულმა პროცესზე.

ბრალდებულებიდან ერთ-ერთი დღეს პროცესზე ამტკიცებდა, რომ დაკავებისას არასათანადოდ მოექცნენ და ჯიბეში რარაც ჩაუდეს.

"დაკავებისას მომექცნენ არასათანადოდ. თვალებზე ამაფარეს, ხელები და ფეხები დამიჭირეს და დამაწვინეს, უბეში მედო რაღაცეები და ჯიბეში ჩამიდეს"- თქვა ბრალდებულმა.

პროკურატურა საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

დღეს გაიმართა აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო განხილვა, ექვსივე ბრალდებული მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება. ექვსივე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა მათ შორის 3 პირს დაუსწრებლად. ეს ის პირები არიან, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, რადგან საქმეზე არსებობდა მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიმალვის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სასამართლომ გაიზიარა  ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ ფაქტზე.

მათი ქმედებები, რომლებიც აღწერილ იქნა ბრალში, ისინი ჩადიოდნენ მთავარი შემოსავლების ლეგალიზაციას და ასევე ნარკოტიკების გასაღებასაც, აღნიშნული პირები განკარგავდნენ ფულად თანხებს, რომელიც ნარკოვაჭრობის შედეგად იყო მიღებული და უზრუნველყოფდნენ ხელმძღვანელ პირთან მიტანას სხვადასხვა გზით. ასევე ახორციელებდნენ უკანონო შემოსვლების ლეგალიზებას, ფულის კონვერტაციას, საქართველოში ქონების შეძენასთან დაკავშირებით გადარიცხვებს, თურქეთში უძრავი და მოძრავი ქონების შესაძენად თანხის გადარიცხვას და ამაში გამოიხატებოდა მათი მოქმედება როგორც უკანონო შემოსვლის ლეგალიზაციაში.

ფაქტი ცნობილი იყო, პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ნარი კაჯაევთან და ანტონოვთან. სამმა პირმა შექმნეს ჯგუფი და მონაწილეობდნენ სხვადასხვა პირები. სამი წლის განმავლობაში 16 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის დევნა და ვინც კი გამოვლინდა ჯგუფის მონაწილე, ყველას მიმართ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა". - აღნიშნავს პროკურორი.

ქალი, რომელმაც 15 მილიონის ნარკორტიკები ინტერნეტით გაყიდა, ასობით ადამიანი ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართო და ადვოკატები ბრალდებულებად აქცია, ამ დრომდე ვერ დააკავეს.

საქართველოს საგამოძიებო უწყება ახლა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით მის ექსტრადირებას ითხოვს. 

ცნობისთვის, დაკავებული 22 პირიდან 16-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. 3 პირი ძებნაშია, მათ შორისაა სწორედ ნარი კაჯაევა.

მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, გუშინ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე  განაცხადეს. 

 

მსგავსი სიახლეები